გთხოვთ დაგვიკავშირდეთ თუ ვერ მოძებნით თქვენს კითხვაზე პასუხს
კურსის განმავლობაში მექნება შესაძლებლობა რეალურ ოპერაციებში მივიღო მონაწილეობა?
დიახ, აკადემიის სტუდენტები ოპერაციის დასრულების შემდეგ მონაწილეობას იღებენ ოპერაციებში და სწავლობენ ქირურგიული კერვის ტექნიკას.
რა სახის კერვის ტექნიკებს ვისწავლით?
Simple Interrupted – მარტივი ქირურგიული ნაკერი
Horizontal and Vertical Mattress – ჰორიზონტალური და ვერტიკალური დონატის ნაკერი
Deep dermal – ღრმა დერმის ნაკერი
Simple and Interlocking continuous Sutures – მარტივი და ასევე ჩამკეტი უწყვეტი ნაკერი
Steples - დასტეპლერება
რა სახის ოპერაციებს დავესწრებით?
ჩვენი აკადემია არ გაძლევთ სხვადასხვა მიმართულების ქირურგიულ ოპერაციებში მიღების შესაძლებლობას. ჩვენი მენტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ სტუდენტმა კარგად შეისწავლოს ჭრილობის აღდგენისთვის საჭირო კერვის ტექნიკა, რაც ყველა მიმართულების ქირურგიაში ერთმანეთის იდენტურია.
რამდენი მოსწავლეა ჯგუფში?
ჯგუფი შედგება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 სტუდენტისგან.
ძირითადად, რომელ დღეებში და რომელ საათებში ტარდება ლექციები და პრაქტიკულები?
ლექციები - სამშაბათი, ხუთშაბათი 17:00
პრაქტიკულები - შაბათი 12:00 ან 14:00
რა ხანგრძლივობისაა კურსი ?
ხანგრძლივობა დამიკიდებულია ოპერაციების რაოდენობაზე თვის განმავლობაში. კურსი გრძელდება 8 დან 10 კვირამდე.
სად ტარდება ლექციები და პრაქტიკულები?
ლექციები და პრაქტიკულები ტარდება GM Medical centre - ში
რომელ კლინიკაში ვიღებთ ოპერაციებში მონაწილეობას?
აკადემიკოს ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში
ლაპაროსკოპიულ ოპერაციებში მივიღებთ მონაწილეობას?
ლაპაროსკოპიულ ოპერაციებში არ მიიღებთ მონაწილეობას. იმ შემთხვევაში თუ შეიძენთ ლაპაროსკოპიულ კურსს თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ ოპერაციებს. თუ შეიძენთ კურსს ,,პრაქტიკები ქირურგიაში'' გექნებათ ერთი შეხვედრა, სადაც ივარჯიშებთ ლაპაროსკოპიულ სავარჯიშო აპარატთან.
თუ სტუდენტმა გააცდინა ლექცია, შესაძლებელია მისი აღდგენა?
ლექციის აღდგენა შეუძლებელია. იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი გააცდენს მას, გაეგზავნება ლექციაზე გამოყენებული თეორიული მასალა.
შემიძლია მენტორის არჩევა?
არ შეგიძლიათ. კურსის განმავლობაში გეყოლებათ 2 ან 3 მენტორი.
კურსის დასრულების შემდეგ გასცემთ სერტიფიკატს?
დიახ, კურსის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.
სარეკომენდაციო წერილსაც მივიღებ კურსის დასრულების შემდეგ?
იმ შემთხვევაში თუ თქვენ წარმატებით დაასრულებთ კურსს ქირურგები გადმოგცემენ სარეკომენდაციო წერილს, სადაც დეტალურად იქნება თქვენი დახასიათება, როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულადაც.
რამდენი ხნის შემდეგ ხდება სერტიფიკატების და სარეკომენდაციო წერილების გადაცემა?
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია ეწყობა ყოველი ორი ჯგუფის შემდეგ. რაც ნიშნავს იმას რომ შესაძლოა მოგიწიოთ 10 დღეში ან 2 თვეში. იმ შემთხვევაში თუ თქვენთვის სასწრაფოა ზ.ა დოკუმენტები გადმოგეცემათ არა უგვიანეს 3 დღისა.
რა სახის გადახდის სისტემა გაქვთ?
გადახდა ხდება ვებსაიტზე და ასევე გადმორიცხვით. კურსის საფასურს ნაღდი ანგარიშწორებით ვერ გადაიხდით.
გადახდილი თანხის უკან დაბრუნება შემიძლია?
დასარეგისტრირებლად გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
როდის გვიწევს კურსის საფასურის სრულად გადახდა?
კურსის საფასურის სრულად დაფარვა გიწევთ სწავლის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 კვირისა.
თუ სტუდენტი არ გადაიხდის სამი კვირის შემდეგ, შესაძლებელია მომდევნო კურსის დროს გააგრძელოს სწავლა?
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სრულად არ დაფარავს გადასახადს ავტომატურად ეთიშება პროექტს და ერთი წლის განმავლობაში ვერ შეძლებს პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის კურსის გავლას.