ჩვენს შესახებ
პრაქტიკული ქირურგიის აკადემია დაარსდა 2023 წლის 25 მაისს, ოთარ ღურწკაიას და გიორგი მიკუჩაძის მიერ. ეს არის დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი სტუდენტების, რეზიდენტებისა და ქირურგებისთვის, რადგან ისინი ვერ იღებენ საჭირო ქირურგიულ პრაქტიკას და გამოცდილებას.
ოთარ ღურწკაიას სურდა ქვეყანაში დაარსებულიყო ისეთი აკადემია, სადაც წარმატებული და მოქმედი ქირურგები გაუზიარებდნენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას სხვა ქირუგებს, რეზიდენტებსა და სტუდენტებს.
გიორგი მიკუჩაძემ და ოთარ ღურწკაიამ ერთობლივად შექმნეს პროექტი სხვა ქირურგებთან და სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან ერთად, რომელიც მოიცავდა სტუდენტების, რეზიდენტების მიღებას და მათი ქირურგიული უნარჩვევების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
სტუდენტებს კურსის საშუალებით შესაძლებლობა ეძლევათ რეალურ ოპერაციებში მონაწილეობის მიღების, ქირურგის ასისტენტისთვის ყველა საჭირო უნარის აღმოჩენის და განვითარების. სტუდენტებს ქირურგების მიერ უტარდებათ ლექციები, პრაქტიკული სამუშაოები, სადაც ვარჯიშობენ სხვადასხვა კერვის ტექნიკაში. შემდეგ კი მონაწილეობას იღებენ ოპერაციებში და სწავლობენ ჭრილობის აღდგენას და გაკერვას.
აკადემია ცნობილი გახდა სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის და ექიმებისთვის, რადგან სწორედ აკადემიის საშუალებით ისინი იღებენ იმ პრაქტიკას და გამოცდილებას, რაც რეალურად სჭირდებათ. დაარსების დღიდან აკადემია ვითარდება და მიზნად ისახავს სასწავლო კურსების განხორციელებას როგორც საქართველოში ასევე ევროპის ცნობილ უნივერსიტეტებსა და კლინიკებში.