კონტაქტი
(+995) 598 88 27 27
პრაქტიკული ქირურგიის აკადემია
კონტაქტი
(+995) 598 88 27 27
ადგილმდებარეობა
თბილისი, საქართველო
ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას ჩვენს კურსდამთავრებულს, გიორგი ახალაძეს!
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის კურსდამთავრებულის, გიორგი ახალაძის წარმატების ისტორია. გიორგი ამჟამად გერმანიაში იმყოფება, სადაც ქირურგიაში მნიშვნელოვან გამოცდილებას იძენს. მისმა განსაკუთრებულმა უნარმა, ჭრილობის კერვის ტექნიკამ მიიპყრო გერმანელი ქირურგების ყურადღება, რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან მისი ტექნიკით. გიორგის ნიჭმა დაიმსახურა ამ ქირურგების ნდობა, რომლებიც ახლა მას ანდობდნენ კერვის ტექნიკის სწავლებას გერმანიაში სხვა სტუდენტებისთვის. ჩვენ წარმოუდგენლად ვამაყობთ გიორგის მიღწევებითა და მიზანდასახულობით. ვულოცავთ გიორგის და ვუსურვებთ წარმატებებს ურთულეს პროფესიაში. ჩვენ გვჯერა, რომ გიორგი გახდება უაღრესად წარმატებული ქირურგი. მეტის ნახვა
თარიღი: 22/05/2024
აღვნიშნავთ ჩვენი წარჩინებული სტუდენტის, ანა პაიჭაძის წარმატებას
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
ჩვენ სიამაყით გამოვყოფთ ანა პაიჭაძის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტუდენტის მიღწევებს, რომელმაც გაიარა პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის კურსი. ჩვენთან ერთად ყოფნის განმავლობაში ანა მუდმივად ავლენდა განსაკუთრებულ ინტელექტს და განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალებზე, რაც გამოარჩევდა მას სხვა სტუდენტებისგან. საოპერაციო ოთახში ანა უწევდა დახმარებას ყველა მედ პერსონალს — ქირურგებიდან დაწყებული ანესთეზიითა და საექთნო პერსონალით დამთავრებული, შეუმჩნეველი არ დარჩენილა არცერთი თანამშრომლისთვის. ის გამორჩეული იყო, რადგან ყველა დეტალსაც კი ყურადღებით აკვირდებოდა და მარტივად ართმევდა თავს სირთულეებს. ანა დღეს საუკეთესოდ ფლობს კერვის ტექნიკას. თავისი დამოკიდებულებით, საქმისადმი სიყვარულითა და შრომით ყველა გააკვირვა. დღეს ანა მე-5 კურსის სტუდენტია, თუმცა მიუხედავად ამისა ქირურგების მხრიდან მიიღო შეთავაზება გუნდში გაწევრიანების, რაც მისთვის დიდი წარმატების დასაწყისია. ჩვენ გვჯერა, რომ ანა იქნება ერთ-ერთი წარმატებული ქირურგი საქართველოში. ვულოცავთ ანას ამ წარმატებას და ვუსურვებთ პროფესიულად განვითარებას. მეტის ნახვა
თარიღი: 26/07/2024
პრაქტიკული ქირურგიის აკადემია აყალიბებს სტრატეგიულ პარტნიორობას სპონსორ კომპანიასთან: ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ხელმოწერილია 2024 წლის 15 მაისს
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ პრაქტიკული ქირურგიის აკადემიამ გააფორმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენს სპონსორ კომპანიასთან. ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა 2024 წლის 15 მაისს, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენს თანამშრომლობაში. ეს პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას სამედიცინო განათლების და მომავალი ქირურგების მიმართ. ჩვენ ერთად ვზრუნავთ მომავალ ქირურგებზე. მეტის ნახვა
თარიღი: 15/05/2024
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია პრაქტიკული ქირურგიის აკადემიაში. ქირურგებმა გამოარჩიეს სამი სტუდენტი, რომლებსაც სარეკომენდაციო წერილები გადასცეს.
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ ჩვენი ქირურგიული კურსის წარმატებით დასრულება პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის სტუდენტების მიერ. ბოლო სერტიფიცირების ცერემონიაზე, ამ კურსდამთავრებულებმა აჩვენეს მზადყოფნა ასისტენცია გაუწიონ სხვადასხვა მიმართულების ქირურგს ოპერაციებში. კურსის ხანგრძლივობისას მათ მიიღეს დიდი გამოცდილება. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე სამ სტუდენტს გადაეცათ სარეკომენდაციო წერილი, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს ქირურგებისგან. ვულოცავთ სოფიკო ჯავახიძეს, თათია წიკლაურს და ანი ჯიშკარიანს ყველასთვის სამაგალითო მიღწევას და წარმატებას. ვულოცავთ ყველა ჩვენს კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის გადალახვას და ვუსურვებთ წარმატების გზაზე სვლას. ჩვენ ვზრუნავთ მომავალ ქირურგებზე მეტის ნახვა
თარიღი: 11/03/2024
პრაქტიკული ქირურგიის აკადემიის პარტნიორი არის რეაბილიტაციის ცენტრი GM Medical Centre. მათ დიდი წვლილი შეაქვთ აკადემიის განვითარებაში.
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პრაქტიკული ქირურგიის აკადემიამ დადო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წამყვან რეაბილიტაციის ცენტრთან, GM Medical Center-თან. ეს პარტნიორობა ნიშნავს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს მომავალი ქირურგების განვითარებისთვის. GM Medical Center გთავაზობთ უნიკალურ სასწავლო გარემოს, სადაც ჩვენს სტუდენტებს უტარდებათ ლექციები და პრაქტიკები გამოცდილი და წარმატებული ქირურგების მიერ. ეს პრაქტიკული მიდგომა აძლიერებს ჩვენი სტუდენტების გაგებას ქირურგიული კერვის ტექნიკის. ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ამ პარტნიორობით და მოუთმენლად ველით ორმხრივ ზრდას და წარმატებას, როგორც მომავალი ქირურგების ასევე რეზიდენტებისა და მოქმედი ქირურგების განვითარებისთვის. მეტის ნახვა
თარიღი: 23/02/2024
პრაქტიკული ქირურგიის აკადემია პარტნიორობს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრთან
ლოკაცია: თბილისი, საქართველო
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ პრაქტიკული ქირურგიის აკადემიამ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრთან. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ჩვენი აკადემიისთვის და საქართველოში ქირურგიული უნარების განვითარებისთვის. აკადემიკოს ო. ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრი გამოირჩევა ოპერაციებით, სადაც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ და ეხმარებიან ქირურგებს რეალურ ოპერაციებში პროცედურების დროს. ამ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მეშვეობით ჩვენ მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ სტუდენტებს აღმოაჩინონ და განავითარონ ქირურგიული უნარჩვევები. ჩვენ მოუთმენლად ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას. მეტის ნახვა
თარიღი: 15/09/2023